პრემიერი: ჩვენ ვფლობთ სუპერძალას-ეს არის რწმენა,ჩვენი ოჯახები, ტრადიციები, ფასეულობები, ამ ძალთა გაერთიანებით შევძლებთ დავუპირისპირდეთ ყალბი თავისუფლების და სიმართლის სახელით მოსულ ბოროტებას
04-05-2023, 13:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ჩვენ ვფლობთ სუპერძალას-ეს არის რწმენა,ჩვენი ტრადიციები, ფასეულობები, ამ ძალთა გაერთიანებით შევძლებთ დავუპირისპირდეთ ყალბი თავისუფლების და სიმართლის სახელით მოსულ ბოროტებას, შევინარჩუნოთ სამყარო ჩვენი შვილებისათვის და მომავალი თაობებისათვის-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამ რთულ დროში ყველა უნდა გაერთიანდეს და უნდა ვაქციოთ ჩვენი ქვეყნები - მშვიდობის, სტაბილურობის და კეთილდღეობის ადგილად.

 

“ძვირფასო მეგობრებო, ჩვენს რთულ დროში ყველა უნდა გავერთიანდეთ. მოდით, ვაქციოთ ჩვენი ქვეყნები - მშვიდობის, სტაბილურობის და კეთილდღეობის ადგილად.

ბატონმა ორბანმა თავის დალასის გამოსვლაში იხუმრა, რომ უნგრეთი ნამდვილად არ არის სუპერძალა (Superpower). საქართველოს, კიდევ უფრო პატარა ქვეყანას, მით უმეტეს, არასდროს ჰქონია ასეთი ამბიცია. მაგრამ მაინც, ჩვენ ვფლობთ სუპერძალას - ეს ძალა არის რწმენა, ჩვენი ოჯახები, ტრადიციები, მარადიული და უნივერსალური ფასეულობები. სწორედ ამ ძალთა გაერთიანებით ჩვენ შევძლებთ დავუპირისპირდეთ ყალბი თავისუფლების და ყალბი სიმართლის სახელით მოსულ ბოროტებას და ნამდვილი, ტრადიციული, უზენაესი, ოჯახური ღირებულებებით დავიცვათ და შევინარჩუნოთ სამყარო ჩვენი შვილებისათვის და მომავალი თაობებისათვის”,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი