ირაკლი ალასანია: ერთადერთი პარტია, რომელსაც აქვს პოტენციალი, ხელისუფლება შეცვალოს, ჩვენი პარტიაა
29-11-2015, 23:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

"თავის­უფალი დემ­ოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ მისი პარტიაა ის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ხელისუფლების შეცვლა შეუძლია. ამის შესახებ ალასანია გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბრობს.


"პოლ­იტიკური ლიდერების რეიტინგში "თავისუფალ დემოკრატებს" წამყ­ვანი პოზიცია გვიჭირავს. საზოგადოების 50%-ზე­ მეტს ჯერ ვერ გადაუწყვეტია, რომელ პარტიას მიემხროს, რაც გვაძლევს შანსს, ეს ადამიანები­ ჩვენს უპირატესობაში დავარწმუნოთ.


დღეს "ქართული ოცნების" რეიტინგი მცირდება, "ნაციონალური მოძრაობის" იგივე რჩება. ერთადერთი პარტია, რომელსაც აქვს პოტენციალი, ხელისუფლება შეცვალოს, ჩვენი პარტიაა," ამბობს ალასანია და მის გუნდის "ნაციონალურ მოძრაობასთან" ფარულ ალიანსზე კომენტირებისას აცხადებს, რომ ეს "ქართული ოცნების" მიერ გავრცელებული ხმებია.


"როგორც­ სააკაშვილის რეჟიმის დროს ოპონენტებს რუსეთთან გარიგებას აბრალებდნენ, დღეს იმავე მეთოდით ცდილობს ივანიშვილის "ქართული ოცნება" "ნაციონალებთან" ჩვენს დაკავშირებას. რეალურად, თვითონ თანამშრომლობენ "ნაციონალურ მოძრაობასთან" - კოალიციიდან ჩვენი წამო­სვლის შემდეგ უმრავლესობის რიგები სწორედ "ნაციონალებით" შეავსეს.


ამ ხმების გავრცელება ხელს აძლევს­ "ნაციონალურ მოძრაობასაც", რადგან რაც უფრო დისკრედიტირებული იქნება სხვა ოპოზიციური ძალა, მით დიდი ველი რჩება მათთვის. არაფერი გვაქვს­ საერთო "ქართულ ოცნებასთან", რადგან მათ უღალატეს პრინციპებს; ასევე არაფერი გვაქვს საერთო "ნაციონალურ მოძრაობასთან" - წარმოუდგენლად მიგვაჩნია მათი დაბრუნება ხელისუფლებაში".


"ნაციონალებთან" დაპირისპირების მაშინაც არ შემშინებია, როდესაც პოლიტიკურ ზენიტში იყვნენ, დღეს - მით უმეტეს, არანაირი კომპლექსი არ მაწუხებს.­ მათთან საერთოს ვერ ვხედავ, რადგან საკუთარ შეცდომებს ვერ აფასებენ. თუმცა, ზოგიერთ საკითხზე ერთნაირი პოზიციაც გამოგვიხატავს".


პაატა ბურჭულაძესთან მის შესაძლო თანამშრომლობაზე გავრცელებულ ხმებს კი ალასანია ასე პასუხობს: "პაატასა და მის ოჯახთან დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს, მაგრამ ეს პოლიტიკაში არაფერს ნიშნავს. ველოდები მისი გუნდის განცხადებებს. ამის შემდეგ შემიძლია შეფასება."

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი