საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თურქეთის საერთაშორისო ჰოსპიტალს Acibadem
Saglik Hizmetleri ve Tic. A.S. შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თავდაცვის სამინისტროში ოფიციალურ დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ,
გიორგი ბუბუნაურმა და Acibadem Saglik Hizmetleri ve Tic. A.S კლინიკის გენერალური
დირექტორის მოადგილემ რასიმ ტოპუზმა მოაწერეს.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის
სამინისტროს სამხედრო და სამოქალაქო პირებისთვის მომსახურების მაღალი ხარისხის
მიწოდებას. თანამშრომლობა ასევე ითვალისწინებს გიორგი აბრამიშვილის სახელობის
სამხედრო ჰოსპიტალისა და ჯანდაცვის პერსონალის მოკლევადიანი ტრენინგების ორგანიზებას,
ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას. მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება ერთობლივი
პროექტების შემუშავებაც.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.