პარიზში რესპუბლიკის მოედანზე, სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. როგორც ფრანგული მედია იტყობინება, პოლიციამ გარემოსდამცველების არასანქცირებული მიტინგის დაშლა ცრემლსადენის საშუალებით სცადა.
ერთი დღით ადრე, 4500-დან 10 000-მდე ადამიანმა პარიზის ქუჩებში საპროტესტო გამოსვლა მოაწყო. აქტივისტები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის პირობებში, კლიმატის ცვლილებების ფორუმის პარალელურად, ქალაქში დემონსტრაციები აიკრძალა. ვითარების გართულების თავიდან ასაცილებლად, ფრანგმა სამართალდამცველებმა გარემოს დაცვის რამდენიმე აქტივისტი დროებით შინაპატიმრობაში აიყვანეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.