ქალაქ ნინოწმინდაში, კაპუტიკიანისა და ნინოშვილის ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად გრძელდება.
სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე არმენ ბდოიანი, ზედამხედველობის სამსახურის უფროსსა და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის არმენ ბდოიანის თქმით, გზების მოასფალტება მნიშვნელოვანია მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის․
კაპუტიკიანისა და ნინოშვილის ქუჩებზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს შპს ,,ჯავახ ავტო გზა" ახორციელებს.
პროექტები სრულად რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება, რომელთა საერთო ღირებულება შეადგენს 278 563 ლარს.
ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.