ბერლინში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საქართველოს ელჩების სამუშაო შეხვედრა - ამბასადორიალი გაიმართა
11-05-2023, 10:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ბერლინში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების სამუშაო შეხვედრა - ამბასადორიალი გაიმართა.

 


ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა. მინისტრმა ისაუბრა ქვეყნის მიერ ევროინტეგრაციის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე და სამომავლო გეგმებზე.

 


აღნიშნა, რომ ელჩებთან საუბარი შეეხო შიდა სამუშაო გეგმას, რომელიც უნდა განხორციელდეს წლის ბოლომდე, რათა საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

 


მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

 


"ჩვენს პარტნიორებში განწყობები ძალიან პოზიტიურია, რაც გვაიმედებს, გვაძლევს ძალას, რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ ამ მიმართულებით. ვფიქრობ, რომ ჩვენ თანმიმდევრულად, ლოგიკურად მივდივართ იქითკენ, რომ ჩვენმა პარტნიორებმა საქართველოსთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღონ. ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას", - განაცხადა დარჩიაშვილმა.

 

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა საელჩოებს შორის კოორდინაციის საკითხზე და ერთიან სამოქმედო გეგმაზე.

 


"მთავარი საკითხი, რომელზეც ვსაუბრობთ, ეს არის გაუმჯობესებული კოორდინაცია ჩვენს შორის, ერთმანეთში და უფრო მეტი, მჭიდრო კომუნიკაცია ადგილსამყოფელ ქვეყნებში იმ შესაბამის ხალხთან, ვინც იღებს მონაწილეობას საბოლოოდ, ქვეყნების პოზიციების ფორმირებაში, როდესაც საკითხი ეხება კანდიდატი წევრის სტატუსის მინიჭებას და სწორედ იქნება მეტი აქტიურობა დიპლომატიური კორპუსის პარტნიორებთან იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ვუთხრათ იმ კონკრეტული საქმეების შესახებ, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ, მმართველმა პარტიამ განახორციელა და უფრო მეტად ჩავრთოთ ჩვენი პარტნიორები და გავხადოთ ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესის მონაწილე", - აღნიშნა მინისტრმა.

 


ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელთა შეხვედრა 10 მაისს ქ. ბერლინში ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩებმა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის წარმომადგენლებმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი