პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს დემოგრაფიულ საკითხთა განმხილველი საბჭოს სხდომა გაიმართა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე დემოგრაფიული განვითარების ძირითადი მიზნები განიხილეს. საბჭოს წევრებმა იმსჯელეს დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით შემუშავებულ ინიციატივებზე. ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა პროგრამების შემუშავებასა და დანერგვაზე, ასევე უკვე არსებული პროგრამების დახვეწასთან დაკავშირებით. განიხილეს დასაქმების ხელშეწყობისა და მიგრაციის საკითხები, ასევე იმსჯელეს ჯანდაცვის, სოციალური სფეროსა და განათლების მიმართულებით არსებულ ინიციატივებზე.
როგორც საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, უმოკლეს ვადაში მომზადდება პაკეტი, რომელიც წარმოდგენილი იქნება მომდევნო სხდომაზე განსახილველად.
„საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა დღეს. წარმოდგენილი იქნა ის ძირითადი ტენდენციები, რაც აღინიშნება დემოგრაფიული კუთხით და ასევე ინიციატივები, რაც უკვე მიმდინარეობს ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალური მიმართულებით. ვიმსჯელეთ საჭირო გაუმჯობესებებზე, საერთაშორისო პრაქტიკაზე და იმ აუცილებელ ცვლილებებზე, რაც ხელს შეუწყობს დემოგრაფიული ტენდენციების გაუმჯობესებას მომავალში. შედგა შეთანხმება, რომ უმოკლეს ვადაში მომზადდეს პაკეტი, რომელიც წარმოდგენილი იქნება მომდევნო სხდომაზე განსახილველად“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ირაკლი აფხაიძე ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.