საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 34-ე საარტილერიო ბატალიონის 120მმ ნაღმმტყორცნელთა ბატარეამ ორფოლოს საწვრთნელ პოლიგონზე ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება ჩაატარა. სამხედრო წვრთნები დღისა და ღამის პირობებში ჩატარდა და მოიცავდა ისეთ ამოცანებს, როგორიცაა თავმოყრის რაიონის დაკავება, ტაქტიკური გადაადგილება და საცეცხლე მხარდაჭერა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლების მიზანს საცეცხლე მხარდაჭერის ელემენტების შერწყმა და კოორდინირებული მოქმედებების დახვეწა წარმოადგენდა. დასკვნით ეტაპზე ბატარეამ წარმატებით განახორციელა პირობითი მოწინააღმდეგის განადგურება ზუსტი, დროული და მაღალი ეფექტურობის საარტილერიო საცეცხლე თავდასხმით. დასავლეთ სარდლობის დამკვირვებელთა ჯგუფის მიერ სწავლება დადებითად შეფასდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.