ქვეყნის პრეზიდენტს, ქალბატონ სალომეს აქვს თავისი პოზიცია. იგი არ წარმოადგენს აღმასრულებელ პოლიტიკას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, ქალბატონ სალომეს, როგორც ნებისმიერ ჩვენს მოქალაქეს, აქვს კონსტიტუციური უფლება, რომ ნებისმიერ საკითხზე გამოთქვას საკუთარი მოსაზრება.
„აღმასრულებელ პოლიტიკას წარმოვადგენ მე, მთავრობის მეთაური, ჩვენი მმართველი პარტია, პარლამენტი და ჩვენ წარვმართავთ და ჩვენ ვახორციელებთ საშინაო თუ საგარეო პოლიტიკას. ქალბატონ სალომეს, როგორც ნებისმიერ ჩვენს მოქალაქეს, აქვს, რა თქმა უნდა, კონსტიტუციური უფლება, რომ ნებისმიერ საკითხზე გამოთქვას საკუთარი მოსაზრება. მე ვრცლად გიპასუხეთ, რომ ყველაფერი, რაც უმარტივებს, გაუუმჯობესებს მდგომარეობას ჩვენს მოქალაქეებს, არის დადებითი და კარგი გადაწყვეტილება.
ეს ფრაზა, ჩვენ თავმოყვარე, უძველესი ერი ვართ, ამას რომ ამბობს ვიღაც, არ ვიცი ვინ თქვა, არ მომისმენია, მაგრამ რუსეთის დაკრულზე ცეკვა და ასეთი გამონათქვამები, ეს არის ერის შეურაცხყოფა. თქვენ ნუ იმეორებთ ასეთ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს“, - განაცხადა პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.