ჩვენ არც ერთი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლეს არ დავაყენებთ რისკის ქვეშ და ყოველთვის მივიღებთ ქვეყნის ინტერესის დაცვის გადაწყვეტილებას - თავდაცვის მინისტრი
12-05-2023, 10:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში
საერთაშორისო მისიებში საქართველოს მნიშვნელოვან წვლილზე ისაუბრა. „ჩვენ დავკარგეთ 32
სამხედრო მოსამსახურე ავღანეთში, გვყავს ასობით დაჭრილი და რომ არ მიგვეღო მისიის
დატოვების დროულად გადაწყვეტილება, პრობლემა შეიქმნებოდა“, - აღნიშნა მან.

 

 

მინისტრის განცხადებით, საქართველოში ვიზიტით მყოფმა პორტუგალიის თავდაცვის
მინისტრმა ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა მისიის დატოვებაში გაწეული
დახმარებისთვის.

 

 

„ბოლო საათები იყო ფაქტიურად, სანამ იქ დაისადგურებდა ანარქია და ჩვენ
მოვახერხეთ და დავეხმარეთ მათაც კი, მისიის დატოვებაში. ცენტრალური აფრიკის
შემთხვევაში, ევროკავშირის მისიაში ჩვენ 2014 წლიდან ვმონაწილეობთ, წელს იწურებოდა
ჩვენი მისიის ვადა, სექტემბერში და ფრანგებმა, რომელიც იყო ხელმძღვანელი ამ მისიის და ჩვენ
ფაქტიურად მათი ფრთის ქვეშ ვიყავით, დატოვეს მისია.

 


გაზრდილი რისკები, რა თქმა უნდა, ჩვენ არც ერთი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლეს არ
დავაყენებთ რისკის ქვეშ და ყოველთვის მივიღებთ ქვეყნის ინტერესის დაცვის
გადაწყვეტილებას. ეს კონკრეტული შემთხვევა, რომელიც
უკავშირდებოდა მხოლოდ ლოჯისტიკური ხარჯების მიმართულებით რამოდენიმე მილიონის
ხარჯს. რა თქმა უნდა, პარტნიორებმა გვირჩიეს, რომ ეს იქნებოდა ჩვენის მხრივ არაგონივრული
ნაბიჯი,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. მისი თქმით, რამოდენიმე მილიონის დახარჯვა
რომელიმე კონკრეტული სწავლების ლოჯისტიკურ ხარჯებში არ არის გამართლებული, რადგან
ამ სახსრებით ფინანსდება სოციალური საკითხები, შეიარაღება და სხვა მნიშვნელოვანი
მიმართულებები.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი