ჯონა ლომუს მისმა ყოფილმა თანაგუნდელებმა მის დასაფლავებაზე ემოციური, საბოლოო ჰაკა შეუსრულეს
30-11-2015, 02:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ჯონა ლომუს მისმა ყოფილმა თანაგუნდელებმა მის დასაფლავებაზე ემოციური, საბოლოო ჰაკა შეუსრულეს


ახალი ზელანდიის რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშე, უდიდესი რაგბისტი ჯონა ლომუ 40 წლის ასაკში გარდაიცვალა.


ლომუს, რომელმაც 1994-2004 წლებში ახალი ზელანდიის ნაკრებში თამაშისას, 73 მატჩში 43 ლელო აქვს გატანილი, თირკმელების იშვიათი და სერიოზული დაავადების დიაგნოზი დაუსვეს, რამაც იგი 2004 წელს აიძულა თამაშისთვის თავი დაენებებინა. 2004-შივე მას თირკმელი გადაუნერგეს, მაგრამ 2011 წელს ორგანომ ფუნქციონირება შეწყვიტა.


"ჯონა ჩვენი თამაშის ლეგენდა იყო და იგი ბევრ გულშემატკივარს უყვარდა, როგორც აქ, ახალ ზელანდიაში, ისე მთელ მსოფლიოში", - განაცხადა ახალი ზელანდიის რაგბის აღმასრულებელმა დირექტორმა სტივ ტიუმ.


ლომუს ოჯახის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ლომუს გარდაცვალება სრულიად მოულოდნელი იყო და იგი სამშაბათს დაბრუნდა დიდი ბრიტანეთიდან, სადაც მსოფლიო თასის თამაშებს ესწრებოდა.


აგვისტოში ბრიტანულ "დეილი მეილთან" საუბრისას ლომუმ განაცხადა, რომ იგი დიალეზზე იმყოფებოდა და თირკმლის გადანერგვის ოპერაციაზე ფიქრობდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი