პროექტი „ჩვენი ჯარი“, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად საზოგადოების ინფორმირებისა და ახალგაზრდებში ჯარის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ახორციელებს, მიმდინარე სასწავლო წელს წარმატებით სრულდება.
პროექტის ფარგლებში კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორი, პოლკოვნიკი მალხაზ გოლეთიანი ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის №41 საჯარო სკოლას ესტუმრა და შეხვედრა გამართა. მან მაღალი კლასების მოსწავლეებთან საქართველოს თავდაცვის ძალების ისტორიის, მიზნების, ამოცანებისა და თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების შესახებ ისაუბრა. ასევე, ყურადღება გაამახვილა სამხედრო საქმის მნიშვნელობაზე. პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა მოსწავლეებს პირადი გამოცდილებაც გაუზიარა და მოგვიანებით მათთვის საინტერესო შეკითხვებს უპასუხა. საქართველოს მასშტაბით, თავდაცვის ძალების წარმომადგენლები საჯარო სკოლების მოსწავლეებს ეტაპობრივად ხვდებიან და ქართული ჯარის შესახებ აქტუალურ ინფორმაციასა და სიახლეებს პირადად აწვდიან. პროექტი ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებასა და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას ისახავს მიზნად.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.