მილტონ ჰეიგი: საქართველოს ნაკრების მთავარი ამოცანა იყო მსოფლიოს თასზე გასვლა და ეს შევასრულეთ
22-02-2014, 20:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ნაკრების მთავარი ამოცანა იყო მსოფლიოს თასზე გასვლა და ჩვენ ეს შევასრულეთ, - ამის შესახებ საქართველო-რუსეთის მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა განაცხადა.

 

 

მისი თქმით, ამის შემდეგ საქართველოს მიზანია, რომ მსოფლიო თასზე პირველ ადგილზე გავიდეს.

 


"მთავარი ამოცანა იყო მსოფლიოზე გასვლა და ჩვენ ეს შევასრულეთ. ჩვენ ახლა გვინდა, რომ შესარჩევ ჯგუფში პირველი ადგილი დავიკაოთ, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მომდევნო ორი შეხვედრა ესპანეთთან და რუმინეთთან. ასევე ამ შეხვედრების მნიშვნელობიდან გამომდინარე მოვუწოდებ გულშემატკივრებს, რომ ისევე გვიგულშემატკივრონ, როგორც ეს დღეს მოხდა", - განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

 

 

ამასთან, მანვე განმარტა ის შეცდომები, რომლებიც საქართველოს ნაკრებმა პირველ ტაიმში დაუშვა.

 


"ამინდიდან გამომდინარე ტაქტიკურად სწორად ითამაშა რუსეთმა. რამდენიმე შეცდომა დავუშვით და ამან განაპირობა ის, რაც მოხდა პირველ ტაიმში, რომ დაგვიდეს ლელო. მაღალ ბურთებს კიდებდნენ და ჩვენ მათი აღება გვიჭირდა. შესვენებისას კი ბიჭებს ვუთხარი, რომ მაღალი ბურთების წინააღმდეგ კარგად უნდა გვეთამაშა და ეს მათ შეასრულეს. ასევე მათ ვუთხარი, რომ მეორე ტაიმში პირველი ლელო ჩვენ უნდა დაგვედო და ასეც მოხდა. იმედი მაქვს, რომ ეს შეცდომები ინგლისის მსოფლიო თასამდე გამოსწორდება", - განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

 

 

კომენტარი გააკეთა მატჩის თაობაზე საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ირაკლი მაჩხანელმა. მისი თქმით, საქართველოს ნაკრებს ამ ეტაპზე კვლავ აქვს გარკვეული პრობლემები, რომლის გამოსწორებაზეც გუნდი მუშაობს.

 

 

რუსეთის მთავარი მწვრთნელის, კინგსლი ჯონსის თქმით კი, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაში უკვე მსოფლიო გრანდებსაც გაუჭირდებათ.

 

 

"მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ნაკრები ინგლისის მსოფლიო თასზე მინიმუმ ორ თამაშს მოიგებს. საქართველოს ნაკრების უკვე გრანდებსაც უნდა ეშინოდეთ", - განაცხადა რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

 

 

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ერთა თასის 2014 წლის გათამაშებაში რუსეთის ნაკრებს უმასპინძლა და ანგარიშით 36: 10 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრებმა ამ მოგებით 2015 წლის მსოფლიო თასზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/271161-milton-heigi-saqarthvelos-nakrebis-mthavari-amocana-iyo-msoflios-thasze-gasvla-da-es-shevasruleth.html 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი