თინა ხიდაშელი: თურქეთს სრული უფლება აქვს, რუსეთის მიერ საჰაერო სივრცის დარღვევაზე რეაგირება მოახდინოს
30-11-2015, 02:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თურქეთს სრული უფლება აქვს, რუსეთის მიერ საჰაერო სივრცის დარღვევაზე რეაგირება მოახდინოს - თურქული მედიის ცნობით, აღნიშნული განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

 


"დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევა იგივეა, რაც ტანკებით შესვლა. დიდი განსხვავება არ არსებობს. ყველა ქვეყანას სრული უფლება აქვს, მსგავს დარღვევებზე რეაგირება მოახდინოს. თურქეთი სერიოზული ქვეყანაა, რომელიც პასუხს გაგებინებს მსგავსი დარღვევებისთვის და სწორედ ამიტომ, თანამედროვე მსოფლიოში ის მნიშვნელოვანი და პატივცემული პარტნიორი და მოთამაშეა. ნატო-ს წევრმა სახელმწიფოებმა ნათლად უნდა დააფიქსირონ, რომ მსგავს დარღვევებს არ დაუშვებენ", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

 


თავდაცვის მინისტრის თქმით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგ ძლიერი საერთაშორისო პოზიციის არარსებობამ რუსეთის ხელმძღვანელობა წააქეზა, გაეგრძელებინა აგრესიული პოლიტიკა უკრაინასთან მიმართებაში.

 


ხიდაშელმა დასავლეთის ქვეყნები გააფრთხილა, "ისლამური სახელმწიფოს" საფრთხის გამო, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე არ წავიდნენ და რუსეთი ყირიმის ანექსიაში დაადანაშაულა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი