ილია დარჩიაშვილი: ისლანდიაში ვიზიტი გამოირჩევა განსაკუთრებული დატვირთვით, მნიშვნელობით და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამიტში მონაწილეობით გააჟღერებს საქართველოს ძირითად პრიორიტეტებს
16-05-2023, 16:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეს არის რიგით მე-4 ლიდერთა სამიტი. პრემიერ-მინისტრს, რა თქმა უნდა, ექნება სიტყვით გამოსვლა აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა პრემიერ-მინისტრის ისლანდიაში ვიზიტის შესახებ საუბრისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

 

 

მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამართავს ორმხრივ შეხვედრებს, სადაც იქნება ორმხრივი ურთიერთობების საკითხებზე მთავარი აქცენტები და ასევე, აქცენტი გაკეთდება საქართველოს ევროინტეგრაციაზე, საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების მნიშვნელოვან საკითხზე.

 

 

„ასევე მნიშვნელოვანია, რომ პარალელურად, პრემიერ-მინისტრი გამართავს ორმხრივ შეხვედრებს კოლეგებთან, სადაც, რა თქმა უნდა, იქნება, ერთი მხრივ, ორმხრივი ურთიერთობების საკითხებზე მთავარი აქცენტები და ასევე, აქცენტი გაკეთდება საქართველოს ევროინტეგრაციაზე, საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების მნიშვნელოვან საკითხზე.

 

შესაბამისად, ვიზიტი გამოირჩევა განსაკუთრებული დატვირთვით, მნიშვნელობით და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ერთი მხრივ, სამიტში მონაწილეობით გააჟღერებს საქართველოს ძირითად პრიორიტეტებს და მეორე მხრივ, ორმხრივ შეხვედრებს ექნება განსაკუთრებული დატვირთვა იმისთვის, რომ საქართველოს პოზიციონირება მოხდეს შესაბამისად და ქვეყანამ რაც შეიძლება მალე მიიღოს სტატუსი და ჩვენმა პარტნიორებმა უფრო მეტი გაიგონ იმის შესახებ, თუ რა გაკეთდა 12 პრიორიტეტის შესრულების მიმართულებით“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი