საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტის ფარგლებში მრგვალი მაგიდის ფორმატით გამართულ დისკუსიაში თემაზე: „როგორ უზრუნველყოფთ დემოკრატიას, როცა სამყარო გამოცდას გვიწყობს რისკებზე, მედეგობასა და ერთგულებაზე“.
მთავრობის მეთაურმა მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის აუცილებლობაზე ისაუბრა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, დემოკრატია საქართველოში მდგრადია, რადგან ქვეყანა იმ ღირებულებების ერთგულია, რომლებიც საფუძვლად უდევს დემოკრატიას, - თავისუფლება, თანასწორობა და კანონის უზენაესობა.
ირაკლი ღარიბაშვილმა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მთავრობის მიერ გაწეულ ძალისხმევაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ძალისხმევა სრულად ემთხვევა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის განსაზღვრულ 12 პრიორიტეტს და განსაკუთრებული პროგრესი, რომელსაც საქართველომ უკვე მიაღწია ამ მხრივ, მოითხოვს ევროკავშირის შესაბამის რეაგირებას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.