პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩია, დარჩენილ ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად კენჭისყრა ხელახლა გაიმართება
17-05-2023, 17:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ხუთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად 29 კანდიდატს უყარა კენჭი. ხმათა საჭირო რაოდენობა მიიღო სამმა კანდიდატმა, ტრისტან ბენაშვილმა (93 მომხრე, ნული წინააღმდეგი), გიორგი გზობავამ (91 მომხრე, ნული წინააღმდეგი) და ზურაბ გურასპაშვილმა (93 მომხრე, ნული წინააღმდეგი).

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ასარჩევად, სულ მცირე, 90 ხმა იყო საჭირო. შესაბამისად, საბჭოს წევრების ასარჩევად საჭირო იყო როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის ხმები. სამი წევრის არჩევის შემდეგ, ოპოზიციის ნაწილმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა, რის გამოც კენჭისყრები დროებით შეწყდა და დარჩენილ კანდიდატებს ტექნიკური შესვენების შემდეგ უყარეს კენჭი, თუმცა მათ ასარჩევად საჭირო ხმები ვერ მოაგროვეს.

 

ამჟამად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი წევრის ვაკანტური ადგილია დარჩენილი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კენჭისყრების დასრულების შემდეგ განმარტა, რომ ოთხ კანდიდატს, რომლებმაც სხვებთან შედარებით მეტი ხმა მიიღეს, მეორე ტურში უყრიან კენჭს.

 

„ვულოცავ არჩეულ სამ კანდიდატს და ვუსურვებ წარმატებულ საქმიანობას. რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, ვერცერთმა ვერ მოაგროვა 90 ხმა, შესაბამისად, ჩვენ უნდა გვქონდეს მეორე ტური. ორი ვაკანტური ადგილი დარჩა. გვყავს ოთხი კანდიდატი, რომელსაც სხვებთან შედარებით ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს. რეგლამენტის მიხედვით თითო ვაკანსიაზე ორი კანდიდატი უნდა იყოს. შესაბამისად, მეორე ტურში გადადის ოთხი კანდიდატი, ესენია: რუსუდან კვინიკაძე 89 ხმით, გოგა კიკალაშვილი 89 ხმით, ლევან ნემსაძე 88 ხმით და ნინო ნიშნიანიძე 87 ხმით. შესაბამისად, ეს ოთხი ადამიანი გადადის მეორე ტურში, რომელიც ჯერჯერობით არ გაიმართება. რეგლამენტის მიხედვით, დღეს ან მომდევნო სხდომაზე უნდა გაიმართოს. ასე რომ, ამ ოთხ კანდიდატთან დაკავშირებით ჩვენ კოლეგებს კიდევ აქვთ დრო, რომ ჩამოყალიბდნენ მეორე ტურისთვის და მეორე ტურში მიიღონ მხარდაჭერა. ამით კენჭისყრის ეს ნაწილი დასრულებულია, კიდევ ერთხელ ვულოცავ სამ კანდიდატს მხარდაჭერას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი