დღეს, საკრებულოში კომისიების ერთობლივი სხდომა გაიმართა. კომისიებმა იმსჯელეს შემდეგი სამართლებრივი აქტების პროექტებზე:
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის 3 (სამი) თვის შესრულების ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ;
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ნინოწმინდაში, თავისუფლების ქუჩა #21-ში (მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის პირველ სართულზე) მდებარე უძრავი ქონების, დამატებით 27 კვ.მ. ფართის (საკადასტრო კოდი: 65.12.33.129) პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ, უვადოდ, სარგებლობის უფლებით „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის“-თვის გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ;
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ, უზუფრუქტის ფორმით, დროებითი სარგებლობის უფლებით ა(ა)იპ „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის კომუნალური, კეთილმოწყობის და დასუფთავების სამსახურის“– თვის გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.