საქართველოს რაგბის კავშირს დიდ დიღომში მიწის ნაკვეთი გადაეცა
18-05-2023, 16:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერიის ინფორმაციით, საქართველოს რაგბის კავშირს დიდ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს N49-ში 19226 კვ. მ მიწის ნაკვეთი გადაეცა.

 

 

ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულება დღეს თბილისის საკრებულოში გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ.

 

საპრივატიზებო პირობად განისაზღვრა რაგბის განვითარება და ტერიტორიისთვის სპორტული პროფილის მუდმივად შენარჩუნება.

 

ხელმოწერის შემდეგ დედაქალაქის მერმა გადაწყვეტილების დეტალებზე ისაუბრა.
„აღნიშნული მიწის ნაკვეთი 2007 წელს გასხვისდა, იყო კერძო საკუთრება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მესაკუთრეს ჰქონდა ვალდებულება, 10 წლის განმავლობაში სტატუსი შეენარჩუნებინა, ამის შემდეგ კი შეეძლო, განეხორციელებინა სხვადასხვა ტიპის პროექტი - ეს შეიძლება ყოფილიყონ საცხოვრებელი კორპუსი, ოფისი ან სხვა რამ, რასაც თვითონ გადაწყვეტდა. ჩვენ გვქონდა მოლაპარაკება და დედაქალაქის მერიამ აღნიშნული სივრცე დაიბრუნა. მუნიციპალიტეტს არაერთი ასეთი პროექტი განუხორციელებია, სადაც კონკრეტული სპორტული ინფრასტრუქტურა იყო გასხვისებული. ჩვენ ისინი დავიბრუნეთ. ძალიან სასიამოვნოა, რომ 2 ჰექტარი ტერიტორია გადაეცემა რაგბის კავშირს, სადაც სპორტული ცენტრის პროექტი განხორციელდება. ჩემთვის, როგორც დედაქალაქის მერისთვის, 4 შვილის მამისთვის. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, სპორტის ხელშეწყობა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჩვენ ასევე აქტიურად ვთანამშრომლობთ ფეხბურთის ფედერაციასთან, რომელთანაც ბევრი კარგი პროექტი გვაკეთეთ. ეს მიდგომა მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

დედაქალაქის მერმა ხაზი გაუსვა ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებულ დამსახურებას ქართული სპორტის განვითარებაში.

 

„რაგბი ძალიან მნიშვნელოვანი სპორტია. ბევრი წარმატება გვაქვს და ეს წარმატება შემთხვევით არ მოდის. მინდა აღვნიშნო ბიძინა ივანიშვილის როლი რაგბის განვითარებაში. ინფრასტრუქტურა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით შეიქმნა, ამ ადამიანის დამსახურებაა. მისი ხელშეწყობით და უშუალო ჩართულობით მოხდა ამ ინფრასტრუქტურის შექმნა. ზოგადად, ნებისმიერი სპორტისთვის, ეს იქნება რაგბი, ფეხბურთი, კალათბურთი, ძალიან მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურა, სადაც ახალგაზრდებს, მომავალ თაობებს, ჩვენს შვილებს ექნებათ ვარჯიშის და განვითარების შესაძლებლობა. ვულოცავ რაგბის დიდ ოჯახს და დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგი პროექტი განხორციელდება“, -აღნიშნა კახა კალაძემ.

 

ტერიტორიაზე, რომელიც საქართველოს რაგბის კავშირს გადაეცა, 16 წლის წინ, მის გასხვისებამდე, სარაგბო კლუბი „ლელო“ და „ოლიმპიური რეზერვების სკოლა“ იყო განთავსებული, თუმცა ინფრასტრუქტურა ამჟამად ამორტიზებულია.

 

საქართველოს რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით, თბილისის მერიის მიერ გადაცემულ ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების სარაგბო ბაზა მოეწყობა, რომელიც ძირითადად, ბავშვთა რაგბის განვითარებას მოემსახურება, ასევე, უმასპინძლებს ბავშვთა სარაგბო ფესტივალებს.

 

კომენტარები: 3
#3   Dom
      
Thanks to 오피가이드, I can explore new OPs with ease.
5 დეკემბერი 2023 16:05
#2   Dom
      
The detailed replays on 축구중계 help relive the best moments.
26 ნოემბერი 2023 12:24
#1   Dom
      
I’ve seen many soccer streaming services, but 축구중계 stands out with its reliability and quality.
26 ნოემბერი 2023 00:08
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი