„პოლიტიკო“ - ბორის ჯონსონი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობის დროს ემანუელ მაკრონს პუტინის მლიქვნელს ეძახდა და ცემით ემუქრებოდა
18-05-2023, 21:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ბორის ჯონსონი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობის დროს საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს „პუტინის მლიქვნელს“ ეძახდა და ცემით ემუქრებოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ ბორის ჯონსონის ყოფილ მთავარ თანაშემწეზეზე, გუტო ჰარიზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

დაუნინგ სთრითის კომუნიკაციების ყოფილი დირექტორი ამბობს, რომ „ბორის ჯონსონი მაკრონზე გაბრაზდა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ და მას შემდეგ, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა გააკრიტიკა დიდი ბრიტანეთის პასუხი უკრაინულ ლტოლვილთა კრიზისზე“. ჰარის თქმით, ჯონსონმა მთავრობის სხდომაზე მაშინ მიუთითა მაკრონის დაზიანების სურვილზე და ანტიფრანგული შეურაცხყოფა გამოიყენა.

 

„საჭიროა ხელთათმანების მოხსნა. ბაყაყების ცემის ორგია გვჭირდება. მომიწევს მისი ძლიერად ცემა“, – ამბობდა ბორის ჯონსონი მთავრობის სხდომაზე.

გუტო ჰარის განცხადებით, ბორის ჯონსონი და ემანუელ მაკრონი ერთ კვირაში შერიგდნენ.

 

„პოლიტიკო“ წერს, რომ ბორის ჯონსონს პრობლემური ურთიერთობა ჰქონდა ემანუელ მაკრონთან და პარიზს და ლონდონს ხშირი უთანხმოება ჰქონდა „ბრექსიტის“ შემდგომ ვაჭრობაზე. მაკრონმა საჯაროდ გააკრიტიკა გაერთიანებული სამეფოს „ასტრა ზენეკას“ კორონავირუსის ვაქცინა.

 

1tv,ge

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი