დღეს ცაგერის საჯარო სკოლაში საზეიმო „ბოლო ზარი" გაიმართა.კურსდამთავრებულებმა (დამრიგებელი - მაყვალა ხუბუკელაშვილი) დაუვიწყარი ღონისძიება აჩუქეს პედაგოგებს, მშობლებს, დამსწრე საზოგადოებას.
სხვადასხვა შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდები შთამბეჭდავად წარდგნენ მაყურებლის წინაშე.
პედაგოგებთან ერთად ახალგაზრდებს გზა დაულოცეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ირაკლი სილაგაძემ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილე-გიორგი გუგავა, მერის მოადგილეები: ალუდა თუთისანი და რევაზ ახვლედიანი.
ვულოცავთ თითოეულ ლეჩხუმელ კურსდამთავრებულს ამ მნიშვნელოვან დღეს და უამრავ ცხოვრებისეულ წარმატებას ვუსურვებთ!
ინფორმაციას ცაგერის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.