,,ჩვენი ჯარი” უმაღლეს სასწავლებლებში გაგრძელდა
20-05-2023, 12:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

პროექტმა ,,ჩვენი ჯარი“, რომელმაც საქართველოს მასშტაბით 1301 საჯარო სკოლა მოიცვა, ახლა
უკვე უმაღლეს სასწავლებლებში გრძელდება. “ჩვენი ჯარის” პროექტი უმაღლეს
სასწავლებლებში თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებთან შეხვედრით დაიწყო.

 


თავდაცვის ძალების წარმომადგენლები სტუდენტებს პროექტის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ და
თემატურად შერჩეული ვიდეო და ფოტომასალით დატვირთული პრეზენტაცია ჩაუტარეს.
სტუდენტები თავდაცვის ახალი კოდექსით დაგეგმილ სიახლეებსაც გაეცნენ, რომელიც ქვეყნის
თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. მათ ინფორმაცია მიიღეს როგორც
პროფესიული სამხედრო სამსახურის, ასევე სავალდებულო სამხედრო სამსახურისა და
რეზერვის სახეების შესახებ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტების
უმეტესობა სერჟანტთა აკადემიითა და ტერიტორიული რეზერვის პროგრამით დაინტერესდა.
ასევე, მათ არაერთი კითხვა დასვეს თავდაცვის ახალი კოდექსისა და წვევამდელთა ეროვნულ
სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით.

 


პროექტი ,,ჩვენი ჯარი“, რომელსაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროსთან ერთად ახორციელებს, საქართველოს თავდაცვის ძალების
შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ქართული ჯარის პოპულარიზაციას, პატრიოტული
სულისკვეთების გაღრმავებასა და სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების ხელშეწყობას
ისახავს მიზნად.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი