თბილისის მერი, კახა კალაძე მედიასთან ბოლო დღეების განმავლობაში ყვარელში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მან თქვა, რომ ნებისმიერ რუსი ეროვნების მქონე ადამიანს აქვს საქართველოში ჩამოსვლის უფლება, თუ „ოკუპირებული ტერიტორიის შესახებ“ კანონს არ არღვევს.
„არ ვიცი ლავროვის სიძე იყო თუ სხვა ადამიანი. მნიშვნელოვანი არის დარღვეული ჰქონდათ თუ არა „ოკუპირებული ტერიტორიისშესახებ“კანონი. თუ არ დაურღვევიათ აღნიშნული კანონი, მათ სრული უფლება ჰქონდათ საქართველოში ჩამოსვლის. რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ ვუერთდებით და ეს არაერთხელ განვაცხადეთ. თუ გადავხედავთ ქვეყნის უახლეს ისტორიას, ბევრ შეცდომას ვნახავთ, რაც გვაქვს დაშვებული, რამაცმძიმე შედეგები მოუტანა საქართველოს. პრაგმატული პოლიტიკით უნდა გავატაროთ ჩვენი ქვეყნის ინტერესები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ფარისევლობაა აღნიშნული მოვლენების ირგვლივ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებები და ქმედებები.
„დიდი დაშორებაა ამ ადამიანების ინტერესებსა და დემოკრატიულ ღირებულებებს შორის. ეს ადამიანები ქვეყანას გარკვეული წლების განმავლობაში მართავდნენ. გვახსოვს მათი განცხადებები 2008 წლის ომის შემდეგ, როდესაც ღიად მოუწოდებდნენ რუსებს ჩამოსულიყვნენ, ემოგზაურათ, ბიზნესი ეკეთებინათ. გვახსოვს ოფიციალური წერილები - იწვევდნენ რუსებს საქართველოში ჩამოსასვლელად. ისინი არიან ფარისევლები და სპეკულაციას ეწევიან ნებისმიერი თემით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.