ლიბერთის მხარდაჭერითა და პარტნიორობით, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში, პირველი სპორტული ფესტივალი საქართველოში - SPORTFEST 2023 იმართება.
ლიბერთი, SPORTFEST-ის მხარდაჭერით, საშუალებას აძლევს ნებისმიერი თაობის ადამიანს გაეცნოს სხვადასხვა სპორტის სახეობას, შეხვდეს ცნობილ სპორტსმენებს და მრავალფეროვანი აქტივობებით გაერთოს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად.
ფესტივალზე მოსული, სპორტით დაინტერესებული სტუმრებისთვის მზად არის პავილიონის შიდა და გარე სივრცეები, რომელშიც მოწყობილია სპორტის სხვადასხვა სახეობის ზონები, სპორტ არენა, სცენა სხვადასხვა სპიკერებით, საბავშვო, გასართობი და კვების ზონები.
ფესტივალზე ყველა ასაკის ადამიანს შეუძლია ჩაერთოს მეგობრულ და მხიარულ პაექრობებში. ფესტივალს ესწრებიან გულშემატკივრებისთვის საყვარელი, ცნობილი სპორტსმენები. სპორტფესტის მიზანია შეკრიბოს ყველა თაობის ადამიანი და დააინტერესოს ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების წესით.
ფესტივალის პირველ დღეს, ლიბერთის სივრცეში ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონი ნანა იოსელიანი საჭადრაკო დაფასთან ერთდროულად შეხვდა სხვადასხვა ასაკის მოთამაშეებს.
დღეს, ლიბერთის სივრცეში, საქართველოს ჩემპიონი, 11 წლის ერეკლე ტაბატაძე, პირველ 10 რეგისტრირებულ მოთამაშეს ერთდროულად შეეჯიბრება.
SPORTFEST 2023, დღის ბოლომდე, 21:00 საათამდე გაგრძელდება და ყველა მსურველისთვის დასწრება თავისუფალია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.