გიორგი კანდელაკი: ზაქარეიშვილის განცხადება არის უაღრესად სახიფათო, რადგან იმეორებს ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ შეთხზულ ლეგენდას
30-11-2015, 03:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გამოხატავს უკიდურეს შეშფოთებას საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრის პაატა ზაქარეიშვილის მიერ გაკეთებული მორიგი ანტისახელმწიფოებრივი განცხადების გამო. პარტიის პოზიცია დღეს მისმა ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კანდელაკმა გაახმოვანა.


ზაქარეიშვილის მტკიცებით, „ჩვენ გვაქვს ერთადერთი გამოცდილება აფხაზეთთან ერთად სახელმწიფოს მოწყობისა - ეს არის საბჭოთა კავშირი. რა იყო დავით აღმაშენებლის დროს, მე არ ვიცი და სხვა გამოცდილება ჩვენ არ გვაქვს. აფხაზეთი დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში არ ყოფილა.“


"აღნიშნული განცხადება არა მხოლოდ ღრმად არაკომპეტენტურია და ადასტურებს რომ მას, როგორც მთავრობის წევრს, საკუთარი ფუნქციები არ ესმის, არამედ კიდევ ერთხელ თვალნათლივ წარმოაჩენს რომ ივანიშვილის გუნდს არ აქვს საქართველოს მომავლის არც ხედვა და არც რწმენა. იმის ნაცვლად რომ უპირისპირდებოდეს რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ პროპაგანდას საერთაშორისო ასპარეზზე, ცდილობდეს მრავალეთნიკური, ევროპული და სამოქალაქო ინდენტობის მქონდე საქართველოს იდეის წინ წამოწევას, გვესმის რაღაც ფსევდო ფილოსოფიური მსჯელობა და ქადაგება ბედთან შეგუებაზე. სწორედ ამ პოლიტიკის შედეგია ის რომ საოკუპაციო ხაზი ყოველდღე იწევა და რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ეთნიკური ქართველების უფლებები მუდმივად ირღვევა ოკუპანტების მიერ ყოველგვარი პოლიტიკური ფასის გადახდის გარეშე. დღეისათვის ეთნიკური წმენდის და დევნილთა დაბრუნების საკითხი ივანიშვილის გუნდის საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებისთვის საზიანო საქმიანობის შედეგად საერთაშორისო დღის წესრიგიდან ფაქტიურად მოხსნილია", განაცხადა კანდელაკმა.


მისი თქმით, "საქართველოს მთავრობის წევრის მიერ გაკეთებული ეს განცხადება არის უაღრესად სახიფათო, რადგან იმეორებს ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ შეთხზულ ლეგენდას თითქოს თანამედროვე ეპოქაში საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის მოხვედრა საბჭოთა კავშირის „დამსახურებაა.“ ამ ლეგენდის მიზანი კი საქართველოს სუვერენიტეტის დელეგიტიმაციაა. რუსეთის და მისი მარიონეტების მიერ სწორედ ეს ლეგენდა გამოიყენებოდა 1992-1993 წლებში საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ომის და აფხაზეთში განხორიელებული ეთნიკური წმენდის გასამართლებლად.


გასაკვირი არაა, რომ საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ყაზანის უმაღლეს პარტიულ სკოლაში, რომელიც ბ-ნმა ზაქარეიშვილმა მეცნიერული კომუნიზმის განხრით დაამთავრა, საქართველოს ისტორიას იგი საფუძვლიანად ვერ შეისწავლიდა. მიუხედავად ამისა, ამგვარი პრინციპულად მცდარი და საქართველოს სუვერენიტეტისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი განცხადებების გაკეთება საქართველოს მთავრობის წევრის მიერ ყოვლად დაუშვებელია, მითუმეტეს რომ სიმართლე ამ ლეგენდის ზუსტად საპირისპიროა:


როგორც დე-იურე, ასევე დე ფაქტო აფხაზეთზე საქართველოს სუვერენიტეტი ვრცელდებოდა საქართველოს საბჭოთა ოკუპაციამდე და მას შემდეგაც. კერძოდ, აფხაზეთის ტერიტორიას სრულად აკონტროლებდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1918-1921 წლებში. საქართველო რუსეთის საზღრვად მდ. ფსოუ რუსეთის მიერვეა აღიარებული 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით, რომელიც საქართველო-რუსეთის სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების ერთ-ერთი საფუძველი და საერთაშორისო სამართლის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია. ამდენად, საბჭოთა პროპაგანდის გავრცელებული მითი, რომ აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში სტალინმა „ჩართო“ უბრალოდ ტყუილია - მათ შორის იმიტომ, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ გამოცემული ყველა აქტი და „კონსტიტუცია“ - რომლებზეც ოკუპანტები და მათი მარიონეტები ახდენდნენ აპელირებას - საერთაშორისო სამართლისთვის უკანონოა. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დემოუკიდებლობის აღდგენიდან 1993 წლის სექტემბერ-ოქტომბერში რუსეთის ფედერაციის მიერ ჩატარებული ეთნიკური წმენდის მომენტამდეც საქართველოს იურისდიქცია აფხაზეთში ვრცელდებოდა.


მოცემული განცხადება, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველოს მთავრობის საქმიანობის შედეგად საქართველოს ინტერესები უკლებლივ ყველა სფეროში, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების და სუვერენიტეტის მხრივ, ზიანდება. სწორედ ამიტომ, მთავრობა უნდა გადადგეს," - მიაჩნიათ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში".

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი