„ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ევროინტეგრაციას რამენაირად ხელი შეუშალონ და ჩაშალონ გადაწყვეტილებები სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით“, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოპოზიციის კრიტიკულ განცხადებებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ევროკომისიის 12 რეკომენდაციის გამიზნულად შეუსრულებლობასთან დაკავშირებით.
როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ოპოზიციის ამოცანაა 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების პროცესში არა ჩართვა, არამედ, პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავებით, მისთვის ხელის შეშლა.
„ეს ადამიანები არიან საბოტაჟის რეჟიმში და თქვენ არ იფიქროთ, რომ ეს არის საბოტაჟი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, ეს არის ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟი, ამ ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ. ჩვენ ვისმენთ მათ ფარისევლურ განცხადებებს, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ქვეყანამ არ მიიღოს სტატუსი.
თქვენ იცით, 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება არის ძალიან მნიშვნელოვანი, ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იყო პოლარიზაციის შემცირება და ეს ადამიანები ამ პოლარიზაციას პირიქით აღრმავებენ. არაფერში მონაწილეობა არ მიუღიათ. არათუ მხარდაჭერა და დახმარება, დარბიან ბრიუსელში და ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოს მომავალს, ევროინტეგრაციას რამენაირად ხელი შეუშალონ და ჩაშალონ გადაწყვეტილებები სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.