დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესება საჭირო არ არის. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია, რომელიც ახლა მოითხოვს ამას, თავის დროზე ქვეყანაში რუსი ტურისტების ჩამოსვლას მიესალმებოდა.
„მე ვფიქრობ, რომ არანაირი სავიზო რეჟიმის დაწესება არ არის საჭირო. ამ შემთხვევაში გავიმეორებ მშვილდაძის, ხოშტარიას, სააკაშვილის სიტყვებს, რაც შეიძლება მეტი ტურისტი ჩამოვიდეს საქართველოში, ჩვენ ამას მივესალმებით. ჩამოვიდნენ ბიზნესკომპანიები, რომლებიც არ არიან სანქცირებულები, არანირი პრობლემა არ არის. ერთი რამ რაც უცვლელია, ეს არის ჩვენი ქვეყნის ინტერესები და ყველაფერს გავაკეთებთ მის დასაცავად“, - განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძის შეფასებით, ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებები ფარისევლობაა.
როგორც მან მედიასთან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს აქვთ კონკრეტული დავალება, რის მიხედვითაც მოქმედებენ.
„2008 წელს ომი იყო. დავკარგეთ ტერიტორიები. ამაზე დიდი უბედურება რა უნდა მომხდარიყო. თურმე, ომის შემდეგ შესაძლებელი ყოფილა რუსების ჩამოსვლა და ბიზნესის კეთება. მაშინ უბრძანეს, რომ ბიზნესს ხელი არ შეშლოდა, დღეს კი გაბრაზებულები უნდა იყვნენ. ამ თამაშს თამაშობენ. წლების წინ, როდესაც დავკარგეთ მშვიდობიანი მოსახლეობა, სოფლები, ტერიტორიები, გმირი ჯარისკაცები, წერილებს უგზავნიდნენ რუსებს, მოეწყოთ კონცერტები. ეს შენიღბეს სახალხო ურთიერთობის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად. სააკაშვილი საზღვარზე ია-ვარდებით ხელში რომ დარბოდა, ხომ გვახსოვს ყველას. ჩვენ ვატარებთ ამ ქვეყნის ინტერესებს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.