კატარის მესამე ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში იგეგმება ორმხრივი მაღალი დონის შეხვედრების გამართვა როგორც კატარის, ასევე ფორუმში მონაწილე სხვა მაღალი დონის დელეგატებთან, - ამის შესახებ კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის კატარში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ფორუმში მონაწილეობას იღებენ 40-მდე სხვადახვა ქვეყნის ლიდერები და მაღალი დონის სამთავრობო დელეგაციები.
„დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი კატარის სახელმწიფოში. კატარის რიგით მესამე ეკონომიკურ ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად. ფორუმი იმართება კატარის ემირის პატრონაჟით და ბლუმბერგის თანაორგანიზებით. ფორუმში მონაწილეობას იღებენ 40-მდე სხვადახვა ქვეყნის ლიდერები და მაღალი დონის სამთავრობო დელეგაციები. ფორუმის ფარგლებში იგეგმება ორმხრივი მაღალი დონის შეხვედრების გამართვა როგორც კატარის, ასევე ფორუმში მონაწილე სხვა მაღალი დონის დელეგატებთან“, - განაცხადა ნიკოლოზ რევაზიშვილმა
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.