ვაზიანის სასროლეთზე ამოცანაზე ორიენტირებული საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით დასრულდა. მე-5 საარტილერიო ბრიგადის 51-ე საარტილერიო ბატალიონის გეგმიური საველე წვრთნები სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და სამ ეტაპს მოიცავდა. პირველი ეტაპი საველე მოქმედებებსა და სადაზვერვო ჯგუფის, ცეცხლის მართვის ცენტრებისა და ქვემეხების შერწყმას მოიცავდა, მეორე ეტაპზე დამკვირვებელ-მაკონტროლებლებმა წვრთნებში მონაწილე ქვედანაყოფები შეაფასეს, ხოლო დასკვნითი ნაწილი საბრძოლო სროლებს დაეთმო.
მე-5 საარტილერიო ბრიგადის 51-ე საარტილერიო ბატალიონმა წინასწარ განსაზღვრულ რაიონში საარტილერიო საცეცხლე მხარდაჭერა განახორციელა და პირობითი მოწინააღმდეგე გაანადგურა. სწავლების მიზანს ოპერატიულ გარემოში დამოუკიდებლად მოქმედება, საბრძოლო ელემენტების ურთიერთშერწყმა და კოორდინირებული მოქმედებების დახვეწა წარმოადგენდა. წვრთნების დასკვნით ეტაპს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დააკვირდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.