პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 1- 2 დეკემბერს, ოფიციალური ვიზიტით, ინდონეზიის რესპუბლიკის დედაქალაქს ეწვევა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჯაკარტაში ქართველი კანონმდებლები ინდონეზიის რესპუბლიკის სახალხო სათათბირო ასამბლეის თავმჯდომარეს და ქვეყნის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერს შეხვდებიან.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრას ქვეყნის ვიცე პრეზიდენტთან და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოების ასოციაციის გენერალურ მდივანთან გამართავს. ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს საელჩოსა და ადგილობრივ მედიის წარმომადგენლებთან.
ოფიციალური შეხვედრების პარალელურად, ქართველი კანონმდებლები ინდონეზიის ეროვნულ მუზეუმს, ტრადიციული ხელნაკეთი ნივთების ცენტრს და ჯაკარტის მეჩეთს დაათვალიერებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.