„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები სამცხე-ჯავახეთის მხარეში დასრულდა. ახალქალაქში, ბორჯომში, ნინოწმინდაში, ადიგენში, ასპინძასა და ახალციხეში ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს.
„ქართული ოცნების“ ახალქალაქის ორგანიზაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი მელქონ მაკარიანი უხელმძღვანელებს;
ბორჯომის ორგანიზაციას - ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი, ოთარ არბოლიშვილი;
ნინოწმინდის ორგანიზაციას - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი, ანივარდ მოსოიანი;
ადიგენის ორგანიზაციას - ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა ქიმაძე;
ასპინძის ორგანიზაციას - ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი, როსტომ მაგრაქველიძე;
ახალციხის ორგანიზაციას - ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი, ირაკლი ლაზარაშვილი;
კონფერენციებს ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, გენერალური მდივანი, კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი, ანტონ ობოლაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბესიკ ამირანაშვილი.
ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.