"თავისუფალი დემოკრატების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა საკრებულოსთან აქცია "რიმყოფინე 1 ლარი და 18 თეთრი"გამართეს.
აქციის მონაწილეებს საკრებულოსთან მიტანილი ჰქონდათ ერთჯერად თეფშებზე დაწყობილი 1 ლარი და 18 თეთრი ღირებულების საკვები პროდუქტი - ერთი ნაჭერი პური, ერთი ნაჭერი ძეხვი და ერთი ცალი ორცხობილა.
"სირცხვილია, როდესაც რიმა ბერაძე 1 ლარს და 18 თეთრს მიიჩნევს საკმარისად ადამიანის დღიური რაციონისთვის. სწორედ ამიტომ საკრებულოში შესვენების დროს "თავისუფალმა დემოკრატებმა" მოვიტანეთ 1 ლარი და 18 თეთრის ღირებულების საკვები, რომელიც შეადგენს ელემენტარულად პურს და ძეხვს. გვინდა, მათ ვკითხოთ, საკმარისია თუ არა მათთვის ეს დღიური ნორმა", - განაცხადა "თავისუფალი დემოკრატების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ქადაგიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.