„ეს ახალი რეალობაა, ცხოვრების ახალი პირობები. ვიდრე იქ ამგვარი ხელისუფლებაა, მოდი ვთქვათ, რომ იქნება სამი წელი ზავი, ორი წელი კონფლიქტი, და თავიდან განმეორდება ყველაფერი. საჭიროა თავად კიევის ნაცისტური ხელისუფლების ბუნების განადგურება“, - თქვა მედვედევმა.
უფრო ადრე, მან თავის „ტელეგრამის არხზე“ დაწერა, რომ უკრაინა სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ შესაძლოა გაქრეს რუსეთსა და ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანას შორის მისი გაყოფისას. მედვედევმა ასევე არ გამორიცხა, რომ კიევის დამარცხების შემდეგ უკრაინის დაშლა ორი გზით განვითარდეს. მისი აზრით, ეს იქნება ან საგრძნობლად ნელი ეროზია უკრაინის სახელმწიფოებრიობის, ან მისი მყისიერი კოლაფსი.
მედვედევის თქმით, მოსკოვს უკრაინის გაქრობის მესამე სცენარი ესაჭიროება, რომლის მიხედვითაც, „ცენტრალური და და უკრაინის სხვა უპატრონო ოლქების“ ხალხები რუსეთის შემადგენლობაში შევლენ, თავად კონფლიქტი კი, მისი განუახლებლობის გარანტიით დასრულდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.