დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მისალოც სიტყვაში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების მძიმე გარემოსა და ამ ფონზე ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტების, განსაკუთრებით თავდაცვის ძალების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ქვეყანაში მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის პროცესში, ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის პრაგმატულ პოლიტიკაზე გაამახვილა ყურადღება: „როცა ომი მიმდინარეობს შავი ზღვის რეგიონში და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა უდიდესი გამოწვევის წინაშეა, ჩვენი მიზანია კიდევ უფრო გავაძლიეროთ ქვეყანა.“
თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე საუბრისას, უწყების ხელმძღვანელმა საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაში საერთაშორისო პარტნიორების წვლილი და მათი თანმიმდევრული, მტკიცე მხარდაჭერა გაიხსენა და ნატოსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მადლობა გადაუხადა. აღნიშნული ამოცანის განხორციელების პროცესში, მინისტრმა წარმატებული საერთაშორისო თანამშრომლობა, ეროვნული სამხედრო მრეწველობის განვითარება, ინფრასტრუქტურისა და საბრძოლო საშუალებების განახლება სამხედროების სოციალური პირობების გაუმჯობესება უწყების პრიორიტეტებად დაასახელა: „ჩვენმა მთავრობამ, პარლამენტთან აქტიური მუშაობით მყარი საფუძველი შექმნა სამხედრო მოსამსახურეების სოციალური უზრუნველყოფის გარანტიებისთვის და ახალი ინსტიტუციური რეფორმებისათვის, რაც თავდაცვის ახალი კოდექსით დარეგულირდება“, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.