საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა ცაგერის მუნიციპალიტეტში ჩატარებული კულტურული და სპორტული ღონისძიებები.
25 მაისს საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩატარდა კინოჩვენება ,,დამოუკიდებელი საქართველოს 1005 დღე".
მთავარ ბიბლიოთეკაში მოეწყო თემატური გამოფენის დათვალიერება.
26 მაისს ცაგერის ცენტრში ჩატარდა მასობრივი გარბენი სასპორტო სკოლის, ცაგერის, ბარდნალის და ლასურიაშის მოსწავლე სპორტსმენთა მონაწილეობით.
მასობრივ გარბენში გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ გოგონებს და ვაჟებს გადაეცათ შესაბამისი პრიზები და დიპლომები.
სამხატვრო სკოლაში მოეწყო 26 მაისისადმი მიძღვნილი გამოფენის დათვალიერება.
ღონისძიებებს ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილე მარიკა კოპალიანი.მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების" ლიდერი ონისე ჩაკვეტაძე.
დღის განმავლობაში ვიზიტორებს მასპინძლობდა ისტორიული მუზეუმი და სამხატვრო გალერეა.
ცაგერის სტადიონზე გაიმართა ჭაბუკთა ლიგის ზონალური შეჯიბრების შეხვედრა გივი ნოდიას თასზე ფეხბურთში ადგილობრივმა ,,ხვამლმა" 2:0 დაამარცხა ვანის ,,სულორი".
ღონისძიებების ორგანიზებაში აქტიურად იყვნენ ჩართული მერიის განათლების,კულტურის და სპორტის სამსახური , ა(ა)იპ ,,ახალგაზრდობის ცენტრი".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.