საქართველოს მთავარ პროკურატურაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. პროკურატურის ცნობით, საქართველოს მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე მუშაობას უკვე შეუდგა. მან პროკურატურაში პირველი საკადრო ცვლილებები განახორციელა.
საქართველოს მთავარი პროკურორის პირველ მოადგილედ მამუკა ვასაძე დაინიშნა, რომელიც მანამდე მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის თანამდებობას იკავებდა. მთავარი პროკურტურის საგამოძიებო ნაწილს კი დღეიდან თეიმურაზ ნაჭყებია უხელმძღვანელებს.
ცვლილება განხორციელდა მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის დეპარტამენტშიც, დეპარტამენტის უფროსის პოსტზე ბაკურ აბულაძე დაინიშნა. რაც შეეხება პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას, ამ პოსტს ნათია სუხიაშვილი დაიკავებს.
პროკურატურის ინფორმაციით, ცვლილებები შეეხო ასევე საოლქო პროკურატურის ოფისებს, კერძოდ, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორის თანამდებობაზე ლევან პაქსაშვილი დაინიშნა, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორად კი - მალხაზ კაპანაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.