ირაკლი ღარიბაშვილი: თუ ვინმე ითხოვდა რუსეთთან ფრენების და ვაჭრობის აღდგენას, ეს იყო მიხეილ სააკაშვილი და მისი მთავრობა, ჩემი განცდა ასეთია, რომ ალბათ რუსეთის პრეზიდენტი სააკაშვილის მთავრობას გულისხმობდა
27-05-2023, 16:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თუ ვინმე ითხოვდა რუსეთთან ფრენების და ვაჭრობის აღდგენას, ეს იყო მიხეილ სააკაშვილი და მისი მთავრობა, ჩემი განცდა ასეთია, რომ ალბათ რუსეთის პრეზიდენტი სააკაშვილის მთავრობას გულისხმობდა- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მოქმედ ხელისუფლებას რუსეთის მთავრობასთან პოლიტიკური დიალოგი არ აქვს.

 

 

„მე მინდა შემდეგი გითხრათ მარტივად და ძალიან მოკლედ, რომ არ დაიწყოს სპეკულაციები და ათასი ინფორმაციის და სიყალბის გავრცელება. ჩვენ ოფიციალურ ხელისუფლებას გვაქვს გაცხადებული არაერთხელ, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან არ გვაქვს პოლიტიკური დიალოგი. ერთადერთი, ჩვენ გვაქვს ურთიერთობა ეკონომიკურ, სავაჭრო საკითხებზე, ეს არის გაცხადებული, ღია, ამის თაობაზე ჩვენ არავითარი დასამალი არ გვაქვს. თუ ვინმეს ჰქონდა ქართულ ხელისუფლებას მცდელობა, კონტაქტები და ვიზიტები, ეს არის სააკაშვილის ხელისუფლება. თქვენ შეურაცხყოფაზე გადადიხართ და ამიტომ, მე მინდა გითხრათ, რომ თქვენ ხალხი ნუ შეგყავთ შეცდომაში. ჩვენ გვყავს ოფიციალური წარმომადგენელი და ჩვენ არ გვქონია ოფიციალურ მთავრობას და ჩვენს ხელისუფლებას ამის თაობაზე არანაირი მოლაპარაკებები. გეტყვით შემდეგს, რომ ჩვენი ძალიან ბევრი დიასპორის წარმომადგენელი, იცით, რომ ითხოვდა ამას, ქართული ბიზნესი ითხოვდა ამას, მე ვიცი, სხვა ჯგუფებიც ითხოვდნენ ამას და ეს ხდებოდა წლების განმავლობაში. ასევე, მთავარი მინდა გითხრათ, მთავარზე მინდა გააკეთოთ აქცენტი: თუ ვინმე ითხოვდა რუსეთთან ფრენების აღდგენას, ვაჭრობის აღდგენას, ეს იყო სააკაშვილი და მისი მთავრობა. ალბათ, მე ვფიქრობ, ჩემი განცდა ასეთია, რომ ალბათ გულისხმობდა რუსეთის პრეზიდენტი სააკაშვილის მთავრობას“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი