ჯოზეფ ბაიდენი: აშშ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საქართველოს გვერდით იქნება
28-05-2023, 18:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აშშ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საქართველოს გვერდით იქნება, – ამის შესახებ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის წერილშია ნათქვამი, რომელიც მან საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გაუგზავნა.

 


„ამერიკელი ხალხის სახელით, თქვენ და ქართველ ერს, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ. საქართველოსა და აშშ-ის თანამშრომლობა აგერ უკვე სამ ათწლეულზე მეტი ხანია, გრძელდება და ეს ხელს უწყობს რეგიონისა და მსოფლიოს მასშტაბით მშვიდობისა და კეთილდღეობის დამკვიდრებას. ამ ორი ქვეყნის ხალხს ერთმანეთთან ურყევი, მტკიცე კავშირი აქვს, რაც ჩამოყალიბდა ჩვენი ხალხების ერთმანეთთან უშუალო ურთიერთობისა და საერთო ღირებულებების საფუძველზე, რომელიც მოიცავს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობას. ჩვენ ერთად ვდგავართ საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებისთვის, რაშიც ევროკავშირისა და ნატო-სკენ ნაბიჯებიც იგულისხმება. აშშ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საქართველოს გვერდით იქნება. მომდევნო წლებში მოველი საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული პარტნიორობის განმტკიცებას, რათა კიდევ უფრო დაცული და უზრუნველყოფილი მომავალი შევუქმნათ ჩვენს ხალხებს“, – აღნიშნულია ბაიდენის წერილში, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი