წინასწარი შედეგების მიხედვით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს და თავის მეტოქეს, ქემალ ქილიჩდაროღლუს თითქმის სამი მილიონი ხმით უსწრებს.
„ჰაბერთურქის“ მონაცემებით, ამ დროისთვის - თბილისის დროით 20:00 საათისთვის - ერდოღანს ხმების 53.41% (22 731 801 ხმა) აქვს მიღებული, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, ქემალ ქილიჩდაროღლუს კი – 46.59% (19 830 274 ხმა).
ხმის მიცემის პროცესი ადგილობრივი დროით 17:00 საათზე დასრულდა და კენჭისყრის პირველადი მონაცემები სრულად რამდენიმე საათში გამოქვეყნდება.
არჩევნების პირველ ტურში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოახერხა 50%-იანი ბარიერის გადალახვა - ერდოღანმა ხმების 49.52%, ქილიჩდაროღლუმ კი 45% მიიღო.
მონაცემები გარკვეული პერიოდულობით იცვლება და შეგიძლიათ განახლებული შედეგები იხილოთ აღნიშნულ ბმულზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.