გიორგი გახარია: დღეს უკვე კარგად ჩანს, რომ ყველაფერი, რის გამოც გადავდექი და პარტია დავაფუძნეთ, სამწუხაროდ, გამართლდა
29-05-2023, 11:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

დღეს უკვე კარგად ჩანს, რომ ყველაფერი, რის გამოც გადავდექი და პარტია დავაფუძნეთ, სამწუხაროდ, გამართლდა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია წერს.

 

 

„დღეს 2 წელი გავიდა პარტია “საქართველოსთვის” დაფუძნებიდან.

 


დღეს უკვე კარგად ჩანს, რომ ყველაფერი, რის გამოც გადავდექი და პარტია დავაფუძნეთ, სამწუხაროდ, გამართლდა.

 


მე მაშინ გავაკეთე ჩემი არჩევანი საქართველოსთვის, ივანიშვილმა და „ოცნების“ მაშინდელმა ბოსებმა - თავისი, ძალაუფლებისთვის და პირადი კეთილდღეობისთვის.

 


დღეს, როდესაც უკრაინაში ბრძოლის ველზე რუსეთი მარცხდება, ჩვენთან იგებს „ჰიბრიდულ“ ომს და ტერიტორიებთან ერთად ოკუპირებული აქვს საქართველოს მთავრობა.

 


დღეს უკვე „ოცნება“ ღიად ანტიდასავლური, ანტიდემოკრატიული ძალაა, რომელიც აუფასურებს ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა თავისუფლება და დამოუკიდებლობა, და ქვეყნისთვის ყველაზე წმინდა - ტერიტორიული მთლიანობის საკითხითაც კი ცდილობს მანიპულირებას.

 


რა თქმა უნდა, ეს დროებითია, რუსეთი საქართველოში ვეღარასოდეს გაიმარჯვებს!

 


2 წლის წინ ჩვენ ვთქვით, რომ „ვერთიანდებით საქართველოსთვის, არავის წინააღმდეგ".

 


დღეს ვამბობთ, რომ ვერთიანდებით საქართველოსთვის და ყველას წინააღმდეგ, ვინც ჩვენი ქვეყნის ევროპულ, თავისუფალ, ერთიან მომავალს უქმნის საფრთხეს.

 


ერთიანი, დემოკრატიული, ევროპული, ქართული სახელმწიფოსთვის დაწყებული ბრძოლა გრძელდება და ამ ბრძოლაში, ჩვენ გავიმარჯვებთ!“, - წერს გახარია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი