ბრატისლავაში მიმდინარე გლობსეკის ფორუმის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი სლოვაკ კოლეგას შეხვდა. ჯუანშერ ბურჭულაძემ მარტინ სკლენარს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სლოვაკეთის მთავრობას მუდმივი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. განსაკუთრებით აღინიშნა სლოვაკი ექსპერტების ჩართულობა და ფინანსური მხარდაჭერა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით განსაზღვრული ერთ-ერთი ლიდერი პროექტის - თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის წარმატებით იმპლემენტაციასა და ფუნქციონირებაში. კოლეგებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე გაამახვილეს ყურადღება.
საუბარი შეეხო საქართველოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკას შორის თავდაცვის სფეროში გაფორმებულ ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის მიმართულებებს, რომელიც ორივე ქვეყნის თავდაცვის ძალების განვითარებაზე, წვრთნასა და გამოცდილების გაზიარებაზეა ორიენტირებული.
ჯუანშერ ბურჭულაძე ბრატისლავაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაციის წევრია. გლობსეკის კონფერენციაზე შეკრებილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, მთავრობის მეთაურები, საგარეო უწყებათა ხელმძღვანელები, პარლამენტარები და ექსპერტები თანამედროვე გამოწვევებზე, ენერგოდამოუკიდებლობაზე, უკრაინაში მიმდინარე ომის გავლენასა და ევროპის მომავალზე მსჯელობენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.