ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს და დაამტკიცეს.
ახალქალაქის საკრებულოს ინფორმაციით, კერძოდ, დღევანდელ სხდომაზე შემდეგი საკითხები განიხილეს:
1. „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 20 დეკემბრის № 21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2.․ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ.
3.ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების სიის ბლანკის, პეტიციის ფორმის, (პეტიციის წარდგენის/განხილვის თაობაზე წარსადგენი განცხადების) და პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების რეგისტრაციის მოწმობის დამტკიცების შესახებ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.