ცაგერში, სამბოში ღია მუნიციპალური ტურნირი გაიმართა
31-05-2023, 12:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ცაგერის გელა ხვადაგიანის სახელობის სპორტულ დარბაზში, ცაგერის კომპლექსური სასპორტო სკოლის (დირექტორი კობა ქომეთიანი) და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამბოს რეგიონული ფედერაციის (ხელმძღვანელი ბადრი სარდანაშვილი) ორგანიზებით ჩატარდა ღია მუნიციპალური ტურნირი სამბოში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ამბროლაურის, ლენტეხის, ქუთაისის, ხაშურის და ცაგერის გუნდებმა.

 


დაძაბულ და საინტერესო ორთაბრძოლებში გუნდური პირველი ადგილი მოიპოვა ხაშურის გუნდმა, მეორე ადგილი წილად ხვდა ცაგერის, ხოლო მესამე ამბროლაურის გუნდებს. ცაგერის სპორტსკოლის გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ პირად ასპარეზობებში გვყავს ოთხი ჩემპიონი: 29 კგ წონაში - გიორგი გიგანი, 32 კგ წონაში - სანდრო ქომეთიანი, 35 კგ წონაში - ილია ცხვედიანი, 40 კგ წონაში - ლუკა ქომეთიანი.

 

 

ცაგერის სასპორტო სკოლის დირექტორმა კობა ქომეთიანმა მუნიციპალიტეტის მერს, ლევან ზალკალიანს საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის საპატიო სიგელი გადასცა. ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი.

 


გამარჯვებული და საპრიზო ადგილებზე გასული მოჭიდავეები დაჯილდოვდნენ შესაბამისი ხარისხის მედლებით და დიპლომებით, გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდა ცაგერის მუნიციპალიტეტის თასით, მეორე ადგილზე გასულ გუნდს გადაეცა საკრებულოს სპეციალური პრიზი, ხოლო მესამე ადგილზე გასულ გუნდს - ფრენბურთის კლუბის მიერ დაწესებული პრიზი.

 


ინფორმაციას აგერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი