ირაკლი ღარიბაშვილი: სტრასბურგმა გადაწყვიტა, რომ სააკაშვილი არის მტყუანი. ყველა ის ბინძური ცილისწამება, რომელიც მომდინარეობდა ნიაღვრის სახით მთელს მსოფლიოში, რომ თითქოს მოვწამლეთ, მოვკალით, ვაწამეთ და ა.შ. აღმოჩნდა, რომ არაფერი არ ხდება
01-06-2023, 18:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

არგუმენტი არ არსებობს, მე ამას ვეტყოდი ყველა კრიტიკოსს, მათ შორის, იმ დაქირავებულ ლობისტებს, რომელთაც ძალიან დიდი რაოდენობით თანხა აქვთ აღებული სააკაშვილის ხელისუფლების დროსაც და შემდეგაც, ახლა, ჩვენ კარგად ვიცით, მათ შორის, ბოლო პერიოდში, ვიტყოდი, რომ მილიონები დახარჯეს, თუნდაც ჩვენი ქვეყნის იმიჯის დაზიანების კამპანიაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოლდოვაში, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ეხებოდა ოპონენტების განცხადებებს, რომლებიც ამბობენ, რომ ქვეყნის გამთლიანების მოტივით, თითქოს ხელისუფლება უარს ამბობს ნატოზე და პრემიერის განცხადება იყო სწორედ ამის დეკლარირება.

 


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სააკაშვილის ოჯახმა მილიონობით დოლარი გადაიხადა, დახარჯა, როგორც ამერიკულ კომპანიებს გადაუხადა, ასევე ევროპულ კომპანიებს, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია, იმიჯი დაეზიანებინათ.

 


„მე ამის ახსნა დამჭირდა ძალიან ბევრჯერ ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, რომ სააკაშვილს თურმე არ ვაწამებთ, არ მოვწამლეთ და ა.შ. ამ ყველა ბრალდებასა და ცილისწამებაზე ძალიან მარტივი და ამავდროულად, ძალიან ძლიერი პასუხი გაეცა სტრასბურგის გადაწყვეტილების შედეგად. მთელი ეს ბინძური კამპანია, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აწარმოეს, ჩვენი ქვეყნის იმიჯის დასაზიანებლად, ჩამოირეცხა ამ ერთი ძალიან სამართლიანი და სწორი გადაწყვეტილებით. სტრასბურგმა გადაწყვიტა, რომ საქართველოს მთავრობა არის მართალი და სააკაშვილი არის მტყუანი. ყველა ის ბინძური ცილისწამება, რომელიც მომდინარეობდა ნიაღვრის სახით მთელს მსოფლიოში, თქვენ კარგად იცით, რომ მთელს მსოფლიოს მოსდეს ინფორმაციები იმის თაობაზე, რომ თითქოს მოვწამლეთ, მოვკალით, ვაწამეთ და ა.შ. აღმოჩნდა, რომ არაფერი არ ხდება.

 

 

რატომ მოვუარე შორიდან და რატომ გიპასუხეთ ასე. როგორც უარგუმენტო და უსაფუძვლო იყო მთელი ეს კრიტიკა და ბრალდებები, ასეთივე უსაფუძვლო არის მათი განცხადებები ნატოსთან დაკავშირებით, ჩვენი თითქოს სურვილის შესახებ, რომ ჩვენ აღარ გვინდა არც ნატო, არც ევროკავშირი. ამ დროს, ყველაზე მეტი და ერთადერთი ძალა, ვინც გააკეთა მაქსიმუმი და რეალური შედეგები მოუტანა ჩვენს ხალხს, ვართ ჩვენ. ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ევროპული პერსპექტივა და ნატოს სამხედრო ერთობლივი ბაზა, რომელიც მე გავხსენი ბატონ სტოლტენბერგთან ერთად. ეს არის შედეგები, მეგობრებო. ჩვენ შედეგებით უნდა გავაკეთოთ დასკვნები და არა იმ ყალბ ნარატივზე, რომელზეც ყოველთვის ჩვენი ოპონენტები აპელირებენ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები: 2
#2   Giselle
      
I have been surfing online more than 4 hours today,
yet I never found any interesting article like
yours. It is pretty worth enough for me. In my opinion, if all website owners and bloggers made good content as you did, the web will be much
more useful than ever before.

Here is my page: rtp slot5000
3 ივნისი 2023 18:05
#1   Isidro
      
Wow that was unusual. I just wrote an incredibly long comment but after I clicked submit my comment didn't show
up. Grrrr... well I'm not writing all that over again. Anyway, just wanted
to say wonderful blog!

Feel free to surf to my web blog ... olympus slot
3 ივნისი 2023 14:35
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი