პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები სერჟანტთა აკადემიას ეწვივნენ
02-06-2023, 10:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის ძალების გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიას
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და
პარლამენტის წევრები ეწვივნენ. მათ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ
და თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა
ზურაბ ხვიჩიამ უმასპინძლეს.

 


სერჟანტთა აკადემიაში დეპუტატებისთვის სპეციალური ბრიფინგი გაიმართა, სადაც ისინი
აკადემიის ისტორიას გაეცნენ, დეტალური ინფორმაცია მიიღეს სტრუქტურის, ამოცანებისა და
სამომავლო გეგმების შესახებ. სტუმრებმა ბაზის ტერიტორიაზე არსებული
ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს, ასევე სამხედრო მოსამსახურეების
საცხოვრებელ და კვებით პირობებს გაეცნენ. კანონმდებლები უფროსი სერჟანტის და
სამეთაურო-საშტაბო კურსების ერთობლივი სწავლების მიმდინარეობას დაესწრნენ. სტუმრები
ოცეულის სერჟანტების საველე პირობებში დრონების გამოყენების სწავლებას და ათეულის
მეთაურების საბრძოლო ვარჯიშებს ადგილზე დააკვირდნენ.

 


ღონისძიების დასასრულს, კოჯორში თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, საქართველოს
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროოების კომიტეტის თავმჯდომარემ, დეპუტატებმა და
წვრთნებისა და სამხედრო განათლებისა სარდალმა, გვირგვინით შეამკეს საქართველოს
ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი.

 


პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი ინტენსიურად ეცნობა თავდაცვისა და
უსაფრთხოების სფეროში შესაბამისი უწყებების საქმიანობას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი