გიორგი კვერენჩხილაძე: პრეზიდენტი მოწმეთა დაკითხვის წესთან დაკავშირებით კონსტიტუციით დადგენილი ვადების სრულყოფილად გამოყენების საშუალებას ითხოვს
30-11-2015, 06:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრეზიდენტი მოწმეთა დაკითხვის წესთან დაკავშირებით ინიცირებულ კანონპროექტზე კონსტიტუციით დადგენილი ვადების და პროცედურების სრულყოფილად გამოყენების საშუალებას ითხოვს.

 


პრეზიდენტის ეს მოთხოვნა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ დააყენა. კვერენჩხილაძემ აღნიშნა, რომ საკითხი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელია.

 


"პარლამენტში ინიცირებულია და ბიუროს წინა სხდომაზე დარეგისტრირდა მოწმეთა დაკითხვის წესთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო ინიციატივა. იმავდროულად, ასევე მოგეხსენებათ, რომ მოქმედ კანონს მოქმედების ვადად განსაზღვრული აქვს მიმდინარე წლის 31 დეკემბერი. ცნობილია, რომ პრეზიდენტის ყურადღება მოწმეთა დაკითხვის წესთან დაკავშირებით არაერთხელ გამხდარა საზოგადოებრივი და საჯარო განხილვის საგანი. პარლამენტის და პრეზიდენტის ინსტიტუციების კოლეგიალური და ეფექტური თანამშრომლობის საჭიროებიდან გამომდინარე, სასურველად მიგვაჩნია და მოგმართვათ თხოვნით - კანონპროექტის განხილვა, მიღება განხორციელდეს იმგვარად, რომ პრეზიდენტს მიეცეს კონსტიტუციით დადგენილი ვადების და პროცედურების სრულყოფილად გამოყენების საშუალება", - განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი