ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში სასმელი წყლის ხარისხთან დაკაშირებით ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ წყლის ხარისხი სრულად აკმაყოფილებს ეროვნულ და საერთაშორისო ნორმებს.
„სემეკ-ი ეხმიანება გავრცელებულ დეზინფორმაციას თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში სასმელი წყლის ხარისხთან დაკავშირებით. სემეკ-ი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ლაბორატორიულ მონაცემებზე დაყრდნობით წყლის ხარისხი სრულად აკმაყოფილებს ეროვნულ და საერთაშორისო ნორმებს. სემეკ-ი მოუწოდებს თბილისის, რუსთავისა და მცხეთის მოსახლეობას, არ აყვნენ ცრუ ინფორმაციას.
შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სასმელი წყლის ხარისხის ლაბორატორიულ კონტროლს აწარმოებს ყოველდღიურად, 24-საათიან რეჟიმში. სასმელი წყლის ხარისხის მონიტორინგი ხდება როგორც წყალმომარაგების წყაროების სათავე ნაგებობებზე (არაგვის ხეობა, სამგორი, ღრმაღელე), ასევე წყალსადენის მაგისტრალებზე – 404 წერტილში. სასმელი წყლის დაბინძურება არცერთ წერტილში არ ფიქსირდება.
საქართველოს მასშტაბით სასმელი წყლის ხარისხის მონიტორინგს ახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო. დამატებითი ლაბორატორიული კვლევებისთვის ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, მიმართოს სააგენტოს ცხელი ხაზის მეშვეობით ნომერზე: 1501“, – აღნიშნულია სემეკ-ის ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.