დღეს ლეჩხუმი „ხვამლობის“ დღესასწაულს ზეიმობს
03-06-2023, 18:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ხვამლობა“ მოძრავი დღესასწაულია და ყოველთვის სულთმოფენობის წინა დღეს აღინიშნება.

 

დილიდან, ხვამლის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, რომელიც ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მაღლა მდებარეობს, წირვა აღავლინა ჭყონდიდის, ცაგერის და ლენტეხის მიტროპოლიტმა- სტეფანემ.

 

უამრავი სტუმარი და მომლოცველი ეწვია ლეგენდარულ ხვამლის მთას, რომელიც ისტორიულ განძთსაცავს, მრავალ მითს და იდუმალებას ინახავს. ჯერ კიდევ ბოლომდე შეუცნობელ ადგილს უდიდესი ძალა აქვს, ხვამლზე მოლოცვა იმედით, ძალით და წყალობით ავსებდა მორწმუნეებს ოდითგან.

 

დღეს ხვამლის მთაზე თავიანთი კუთხის, ხალხის და სტუმრების გვერდით გახლდნენ: რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული- პაპუნა მარგველიძე, მოადგილე- ალუდა თუთისანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი- ლევან ზალკანიანი, მოადგილეები- მამუკა ხიმშიაშვილი და რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარე -ჭაბუკი ჭაბუკიანი, საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად.

 

ვულოცავთ ლეჩხუმს და სრულიად საქართველოს ამ მადლმოსილ რელიგიურ- სახალხო დღესასწაულს!

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი