კრწანისში, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრში
საინფორმაციო ოპერაციების კურსის გამოშვების ცერემონიალი გაიმართა.
კურსდამთავრებულებს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა
ირაკლი ჭიჭინაძემ სიტყვით მიმართა, კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა და
სერტიფიკატები გადასცა.
თავდაცვის ძალების საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო ოპერაციების
ოფიცრებისთვის გაერთიანებული კურსი ამერიკელმა და ბრიტანელმა მენტორებმა ჩაატარეს. 4-
კვირიანი სწავლება თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა.
კურსის მიზანს საინფორმაციო ოპერაციებთან დაკავშირებული ელემენტების შესწავლა,
პრაქტიკული სამუშაოების შესრულება და დაგეგმვის პერსპექტივების შემუშავება
წარმოადგენდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.