ნატო სრულ მხარდაჭერას უცხადებს თურქეთის უფლებას, დაიცვას საკუთარი საჰაერო სივრცე. როგორც "ბიბისი" იტყობინება, ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, თურქეთის პრემიერ-მინისტრ აჰმეთ დავუთოღლუსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სტოლტენბერგის თქმით, ნატო-ს ყველა ქვეყანა შეშფოთებულია რეგიონში რუსული სამხედრო პოტენციალის გაზრდით, ამასთანავე, ალიანსი მიესალმება თურქეთის ძალისხმევას, მოსკოვთან კონტაქტი დაამყაროს.
"ჩვენი საჰაერო სივრცის, სახმელეთო საზღვრის დაცვა - არამხოლოდ ჩვენი უფლება, არამედ ჩვენი მოვალეობაა. ამისთვის ბოდიშს არავინ მოიხდის", - განაცხადა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.